გოგა ბითაძე "ინდიანასთან" ერთად საზაფხულო ლიგაზე ვერ გაემგზავრა

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" 19 წლის ახალწვეულ გოგა ბითაძეს აშშ-ში სავიზო პრობლემები შეექმნა.

როგორც ინდიანაპოლისური კლუბის ვებგვერდი იუწყება, ქართველი ცენტრი გუნდთან ერთად ლას ვეგასში არ იმყოფება, სადაც "პეისერსმა" საზაფხულო ლიგისთვის ვარჯიში დაიწყო.

"ინდიანა" ტურნირში შაბათს, 7 ივლისს ჩაერთვება, გოგა კი "მემფისთან" მატჩს გამოტოვებს.

კლუბის ვებგვერდის ცნობით, ქართველი კალათბურთელი ლას ვეგასში ჩასვლას ამ შეხვედრის შემდეგ შეძლებს, საზაფხულო ლიგა კი 21 ივლისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, "ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
არ ყავს კარგი მეურვე თუ რაც ქვია. ვიზაზე აქამდეც უნდა გაეკეთებინა, ან რაში აწყნედა წინასწარ რომ ქონოდა, ან ვინ არ მისცემდა.
ირაკლი
14:15 09-07-2019
0
ვენდისში იჯდა გუშინ
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული