NBC: ზაზა ფაჩულია შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა NBC წერს, რომ შესაძლოა ვეტერანი ქართველი ცენტრი "გოლდენ სტეიტში" დაბრუნდეს.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გუნდმა ანდრე იგუდალა გაუშვა, ხოლო "ბრუკლინ ნეთსიდან" მოყვანილ დეანჯელო რასელს დიდი ხელფასი ექნება. ამის გათვალისწინებით, კალიფორნიულ გუნდს სახელფასო ბიუჯეტში დარჩენილი თანხა, მხოლოდ ვეტერანი ცენტრის ასაყვანად ეყოფა.

გამოცემის მიხედვით, "გოლდენ სტეიტი", ამ 7 კალათბურთელიდან ერთ-ერთს აირჩევს: ტაისონ ჩენდლერი, კოსტა კოუფოსი, გრეგ მონრო, უილსონ ჩენდლერი, ენტონი ტოლივერი (რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააფორმა კონტრაქტი "პორტლენდთან"), ნენე და ზაზა ფაჩულია.

აი, რას წერს გამოცემა ზაზას შესახებ:

"უორიორსის"
ზოგიერთ ფანს შეიძლება გაუკვირდეს, თუმცა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" გასახდელში ისე შევა, როგორც საიმედო კალათბურთელი. ზაზა დაეხმარა გუნდს ზედიზედ ორი ჩემპიონობის ტიტულის მოპოვებაში და კალიფორნიულ გუნდში გატარებულ 2 წელში სასტარტო შემადგენლობაში 127 თამაში დაიწყო.

35 წლის ფაჩულიას აქვს ის პლუსი, რაც სხვა თავისუფალ აგენტებს არ გააჩნიათ: ზაზა ადვილად, ადაპტაციის გარეშე მოერგება "გოლდენ სტეიტის" სისტემას."

მართლაც სასიამოვნო იქნება ზაზა ფაჩულიას ისევ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში ხილვა. კალათბურთის თამაშის სურვილი ზაზას ისევ აქვს და მისი გამოცდილების მქონე მოთამაშე NBA-ში ბევრი არაა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მე პირადად ტორონტოს გამარჯვება ძალიან მაგრა გამიხარდა. არ მინდოდა ზაზას გარეშე რომ მოეგო გოლდენს.
!!!!!!!
02 ივლისი 2019 20:03
1
გსვ-ის საჩემპიონო შანსები ძალიან მცირეა, მარტო კარი და გრინი მთელ სეზონს მარტო ვერ გაქაჩავენ,თან კარის არ სეზონში მინიმუმ 1 ტრავმას მაინც იღებს. საკითხავია რასელიც როგორ მოერგება გუნდს, ასევე წავიდა დიურანტიც და კაზინსიც, ტომპსონმა კი გაახანგრძლივა, მაგრამ სავარაუდოდ გაზაფხულამდე ვერ ითამაშებს და როცა ითამაშებს საკითხავია როგორ ფორმაში იქნება. სათადარიგოთა სკამი ძალიან მწირია და იგუოდალას გარდა სკამიდან ლიდერის შემცვლელი ნორმალური არავინაა. ასევე ექსპერტები ვარაუდობენ რომ შეიძლება გოლდენმა საერთოდ ჩააგდოს ეს სეზონი შეგნებულად, რათა უკეთესად მოემზადოს მომდევნო სეზონისთვის.
მიხო
02 ივლისი 2019 14:29
1
დურანტი კი არა, იგუდალა წავიდა.
05 ივლისი 2019 12:50
0
ამდენი კი დაიწყო სასტარტოში? რაღაც არ მგონია
რივერ პლეიტი
02 ივლისი 2019 14:27
14
მიხვდნენ, რომ ზაზას გარეშე ჩემპიონები ვერ გახდებიან.. თუ ჭკუას ბოლომდე იხმარენ მომავალ წელს ზაზას კიდევ ერთი ბეჭედი ექნება.
გრიშო
02 ივლისი 2019 12:09
3
მიდი, ზაზა, უჩვენე, ვისი გორისა ხარ!!!
N
02 ივლისი 2019 11:34
2
მიდი ზაზა დავეწიოთ და გავუსწროთ მეფე ლებრონ ბეჭდების რაოდენობით
912
02 ივლისი 2019 11:31
1
რას გაასწორებს, თუ ზაზა გადმოვა და გსვ ისევ ჩემპიონი გახდება, დაგლიჯავს!!!
მიდი ზაზა
02 ივლისი 2019 11:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული