bleacherreport: გოგა ბითაძეს შეუძლია უიშვიათესი ცენტრი გახდეს და აი რატომ...

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა bleacherreport 7 დებიუტანტი კალათბურთელის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლებიც საზაფხულო ლიგაზე პირველად გამოჩნდებიან.

აღნიშნულ კალათბურთელებს შორის (ზაიონ უილიამსონი, ერ ჯეი ბარეტი, კობი უაითი, ტაილერ ჰიროუ, დილიან უაინდლერი, კარსენ ედვორდსი) "ინდიანა პეისერსის" ცენტრი გოგა ბითაძეც მოხვდა.

აი, რას წერს გამოცემა გოგას შესახებ:

"ოკეანის გაღმა თამაშის შემდეგ 2019 წლის NBA დრაფტის მე-18 პიკი გოგა ბითაძე საზაფხულო ლიგას NBA-ის ფანებისთვის თავის გასაცნობად გამოიყენებს.

2019-20 წლების სეზონში რეგულარულ წუთებთან გოგას მაილს ტერნერი აშორებს. ამ დროს გოგა ბითაძე საკუთარი იმიჯისა და სახელის შექმნას ლას
ვეგასში დაიწყებს. ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი და ადრიატიკისა და სერბეთის ლიგის MVP ამ ყველაფრისთვის მზად არის.

NBA-ს დრაფტის bleacherreport-ის საბოლოო სიაში გოგა ბითაძე მე-6 იყო, რადგან მან უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა და გახდა ძალიან კარგი მსროლელი როგორც პერიმეტრს გარედან, ისე მის შიგნით. ასევე, კარგ მსროლელობასთან ერთად მან ბლოკშტების შთამბეჭდავი უნარები გამოავლინა.

211 სმ. სიმაღლისა და 111 კგ. წონის მქონე ბითაძე გახდა მრავალმხრივი შემსრულებელი კარგი გადაადგილებითა და მსუბუქი მაჯით. ის, სავსებით ლეგიტიმურად წარმოადგენს საფრთხეს პერიმეტრიდან (40 %-იანი მაჩვენებელი 2018-19 წლის სეზონში) და შეუძლია გახდეს უიშვიათესი ცენტრი, რომელიც სამქულიანების კარგად სროლასთან ერთად ფარის დაცვასაც შეძლებს".

მოგეხსენებათ, ვიზასთან დაკავშირები პრობლემების გამო გოგა საზაფხულო ლიგის პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Mtavrobam eg problemamainc moagvaret, rom sporcmenebs samushao viza ar dachirdet evropashi maimc am vizebis gamo ramdeni sporcmeni ver mogvaceobs evropashi ?!... Amerikaze agarafersvambob
Va-Le
05 ივლისი 2019 16:05
19
აუუუ...?! ამ იდიოტმა ამერიკელებმა დრაფტზე აიყვანეს, გუნდში ჩარიცხეს და ახლა სამუშაო ვიზას არ აძლევენ. ჩვენმა მთავრობამ რა უნდა ქნას, დარეკოს გოსდეპში და პომპეოს შესჩივლოს?!
aburjga
09 ივლისი 2019 10:06
0
როგორ მოუგვარებს მთავრობა?? მოთხოვნაა იმ ქვეყნების და უნდა გააკეთო ისე როგორცაა.
Morris
05 ივლისი 2019 16:41
0
ჯერ ამერიკაში ჩავიდეს :)))))
burdgu
05 ივლისი 2019 15:40
7

სიახლეები პოპულარული