კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულია "ბოსტონში" გადავა?

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა Hiptoro NBA-ს ჭორებზე წერს და ამბობს, რომ "ბოსტონ სელტიკსს" თავისუფალ აგენტთა ბაზარზე 3 კალათბურთელის აყვანა გამოადგება და მათ შორის არის ზაზა ფაჩულია.

გამოცემის მიხედვით, "ბოსტონს" თავისუფლად შეუძლია კიდევ ერთი ცენტრის აყვანა, რომელიც ფარსაც კარგად დაიცავს და არც მოხსნებში იქნება ცუდი.

ზაზა ფაჩულიას NBA-ში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ბოლო დროს "გოლდენ სტეიტთან" ერთად ფინალებშიც ითამაშა. 35 წლის ფაჩულია ალბათ არ იქნება ძლიერი შემტევი, თუმცა მას ადვილად შეუძლია "ბოსტონის" სხვა კალათბურთელების დახმარება.

ზაზა ფაჩულიას ბოლო გუნდი "დეტროიტ პისტონსი" იყო,
რომელთანაც კონტრაქტი 30 ივნისს დაუმთავრდა.