საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა დარბაიძე, რომელმაც გასული სეზონი თბილისის "ოლიმპში" გაატარა, კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს.

21 წლის ქართველმა ფორვარდმა კონტრაქტი ქალაქ ჩეტინეს კლუბ "ლოვჩენ 1947"-თან გააფორმა.

გასულ სეზონში "ლოვჩენმა" მონტენეგროს ჩემპიონატის ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონ "ბუდუჩნოსტთან" დათმო. დარბაიძის გუნდი ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად ადრიატიკის მე-2 ლიგაში იასპარეზებს.

ნიკა დარბაიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და გასულ წლებში ის ეროვნული ნაკრების ბერძენი მწვრთნელის, ილიას ზუროსის თვალთახედვის არეშიც მოექცა. დარბაიძეს მუდმივად იძახებენ ეროვნულ გუნდში და იგი განვითარებას სისტემატურად აგრძელებს.

მონტენეგროს ჩემპიონატსა და ადრიატიკის ლიგაში
თამაში მისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
თქვენ რომ პროფესიონალები იყოთ კალათბურთელის მონაცემებს დადებდით:სიმაღლე ,წონა , ჩაგდებების -დაცვაში საშუალო მაჩვენებლები, მაგრამ წყლის ნაყვის გარდა .. ვერ ხართ სპორტული ჟურნა....
სკაუტი -USA
17 აგვისტო 2019 09:19
0
ცოტა სუსტილიგა ხომ არ არის?
სერგი
16 აგვისტო 2019 18:30
3
akauri xom zeligaa da am akaur zeligashi xom dafrinavda es :))))))
bertega
16 აგვისტო 2019 22:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული