ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტში" იმუშავებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტში" იმუშავებს - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა საიტით გაავრცელა.

ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" დაბრუნდება და კონსულტანტად იმუშავებს ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში.

ფაჩულია NBA-ში 16 წელი ასპარეზობდა, 1098 მატჩი ჩაატარა (საშუალოდ 6.8 ქულას, 5.8 მოხსნას და 1.3 შედეგიან გადაცემას აკეთებდა), "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში კი ორჯერ გახდა ჩემპიონი.

"გოლდენ სტეიტის" გარდა, ის "დეტროიტის", "ორლანდოს", "მილუოკის", "ატლანტას" და "დალასის" ღირსებას იცავდა.

ფაჩულია საქართველოს ნაკრებში 2003-17 წლებში თამაშობდა და სამჯერ მიიღო ევრობასკეტზე მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯვარი სწერია მერიასი და ენერგეტიკასი მუშაობაზე ზაზამ ქარტული საქმე უნდა აკეტოს ის ხალხს უყვარს
შოთა გუგეშაშვილი
13:38 30-08-2019
0
კრიტიკოსებმა ახლა მაინც დაიჯერონ,რომ ზაზა,გოლდენისათვის უმნიშვნელო ადამიანი არ იყო.წარმატებებს ვუსურვებ მომავალ კარიერაში და მადლობა,საქართველოს ნაკრებში გატარებული წლებისათვის.
სოსო
11:56 30-08-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული