გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ტენერიფული ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის “იბეროსტარი” ამხანაგური ტურნირის – “კოსტა ადეხე ტენერიფეს” გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში ტენერიფელებმა “ფუენლაბრადა” გაანადგურეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 103:75 “ტენერიფე იბეროსტარის” სასარგებლოდ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16:19 წუთი გაატარა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულაინი ჩააგდო და საბოლოოდ 10 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. შერმადინის გუნდში საუკეთესო იყო ფრან გუერა, რომელმაც 12 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ბომბარდირი კი 19 ქულით საშუ სალინი გახდა.

მატჩის შემდეგ ტენერიფელებს ტურნირის საჩემპიონო თასი გადაეცათ.

მომზადებულია GBF.GE-ს
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
გიომ 12 ქულა,8 რიბაუნდი და 2 ასისტი დადო.
lugu123
02:15 16-09-2019
0
გიომ 12 ქულა,8 რიბაუნდი და 2 ასისტი დადო.
lugu123
02:14 16-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული