თორნიკე შენგელია: მოსკოვის ცესკას ინტერესი? მოდით...

AutoSharing Option
იტალიური სპორტული გამოცემა basketinside.com-ი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიას ესაუბრა.

"ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელად ვარ. ვცდილობ, წინა სეზონის ყველა პრობლემა წარსულში დავტოვო. ახლა თავში მხოლოდ ახალი სეზონის კარგად დაწყება და ყველაფერ ცუდის დავიწყება მიტრიალებს.

შარშან ევროლიგის 4-თა ფინალში ვერმოხვედრა დიდი იმედგაცრუება იყო. ბოლო ეტაპი ხომ ჩვენს ქალაქში, ვიტორიაში იმართებოდა. ყველა ვფიქრობდით ამაზე, თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში ძირითადი გუნდი ვერ შევკარით და ამ ფაქტორმა ნეგატიურად იმოქმედა. ყველაფრის მიუხედავად, პლეი-ოფში მომავალ ჩემპიონ ცესკას წინააღმდეგ ვითამაშეთ. ამ გუნდს
უდიდესი გამოცდილება აქვს. თუმცა, ამ თამაშებშიც გამოჩნდა, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია.

ჭორები მოსკოვის ცესკას ინტერესზე (იცინის)? მოდი, ყველაფერი ჭორად დავტოვოთ. ძალიან ბედნიერი ვარ "ბასკონიაში" ყოფნით და არაფერს ვნანობ. ჭორები კი, დაე, ჭორებად დარჩეს", - განაცხადა შენგელიამ, რომელიც სულ მალე 28 წლის გახდება.


მკითხველის კომენტარები / 4 /
არავიტარი ცსკა ტუ გადაცხვეტს გადასვლას ნბიას ტავისუფლად გაქაცავს
შოთა გუგეშაშვილი
16:30 27-09-2019
3
ცსკა არა ტოროლა ))).
რა უნდა ცსკაში , ამხელა გაქანების ადამიანს.
ბესო
19:41 27-09-2019
4

სიახლეები პოპულარული