კალათბურთი

ლეგიონერები

თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში 19 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
27 სექტემბერს, ლიგა ენდესას პირველ ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" "ესტუდიანტესი" 105:82 დაამარცხა.

შენგელიამ ჩინებულად ითამაშა და მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. მან 24:23 წუთში 19 ქულა (11-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჯენინგმა 26:54 წუთში 8 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი), 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ბასკონია" 29 სექტემბერს სტუმრად "ბარსელონას" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ