"ინდიანა პეისერსის" ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე 4 ოქტომბერს ინდოეთში "საკრამენტოსთან" მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის "ტვიტერი" ავრცელებს.
ბითაძის არყოფნის მიზეზი ტრავმაა. ქართველ ცენტრს მარჯვენა ფეხის ტერფი გადაუბრუნდა.
"ინდიანა" ინდოეთში საჩვენებელ მატჩებს მართავს. 5 ოქტომბერს "პეისერსი" ისევ "საკრამენტოს" დაუპირისპირდება, შემდეგ კი ამერიკაში დაბრუნდება, სადაც წინასასეზონო მატჩებისთვის დაიწყებს მომზადებას.