4 ოქტომბერს, ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გასვლაზე 70:58 დაამარცხა "ჟალგირისი".
კაუნასში მატჩმა ჩვეულად დიდი ინტერესი გამოიწვია, 15 151 მაყურებელი დაესწრო და მასპინძლები სტუმრებს ტოლ-სწორად მხოლოდ საწყის მეოთხედში (19:19) ეთამაშნენ.
შენგელიამ 31:47 წუთში 13 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელ მეტ ჯენინგის ანგარიშზე 19:25 წუთში 10 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი) და 2 პასია.
19 ქულით და მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე შენგელიას თანაგუნდელი შავონ შილდსი იყო.
11 ოქტომბერს, მეორე ტურში "ბასკონია" მოსკოვში "ხიმკის" შეხვდება.