თორნიკე შენგელიამ ევროლიგა 13 ქულით და "ჟალგირისთან" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ოქტომბერს, ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გასვლაზე 70:58 დაამარცხა "ჟალგირისი".

კაუნასში მატჩმა ჩვეულად დიდი ინტერესი გამოიწვია, 15 151 მაყურებელი დაესწრო და მასპინძლები სტუმრებს ტოლ-სწორად მხოლოდ საწყის მეოთხედში (19:19) ეთამაშნენ.

შენგელიამ 31:47 წუთში 13 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელ მეტ ჯენინგის ანგარიშზე 19:25 წუთში 10 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი) და 2 პასია.

19 ქულით
და მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე შენგელიას თანაგუნდელი შავონ შილდსი იყო.

11 ოქტომბერს, მეორე ტურში "ბასკონია" მოსკოვში "ხიმკის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ თორნიკეს და ბასკონიას.თუ ოთხთა ფინალში უნდათ მოხვედრა პირველ ოთხეულისთვის უნდა იბრძოლონ და ფლაი ოპში მოედნის უპირატესობს მოიპოვონ და შედარებით სუსტ გუნდთან. ვგულშემატკივრობ თორნიკეს და ბასკონიას!!!
Joko
05 ოქტომბერი 2019 11:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული