თორნიკე შენგელიას ორმაგმა დუბლმა "ბასკონია" წაგებისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ევროლიგის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მოსკოვის ოლქში "ხიმკისთან" 76:79 დამარცხდა.

"ბასკონიამ" პირველი მეოთხედი 10 ქულით წააგო, შემდეგ მატჩის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულით დამარცხდა.

შენგელიამ 30:54 წუთში 18 ქულა (11-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18 იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 28:31 წუთში 6 ქულით შეეწია (3-დან 0 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი), ხუთჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მატჩის
საუკეთესო მოთამაშე მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით თორნიკეს თანაგუნდელი ჰენრი პერეირა გახდა, ხოლო ყველაზე შედეგიანი 21 ქულით "ხიმკის" ლიდერი ალეკსეი შვედი იყო.

17 ოქტომბერს "ბასკონია" სტამბულში "ფენერბახჩეს" შეხვდება.

altთორნიკე შენგელიას კლუბი მოულოდნელად დამარცხდა, ბურჯანაძის გუნდმა პირველად მოიგო [VIDEO]

altთორნიკე შენგელიამ ევროლიგა 13 ქულით და "ჟალგირისთან" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

altთორნიკე შენგელიას 16 ქულა, ოვერტაიმი და მარცხი "ბარსელონასთან" [VIDEO]

altთორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში 19 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს ბასკონია სოფლის გუნდია რა
musenbezi
02:08 12-10-2019
2
თამაშიდან 14 ტყორცნიდან 6-ს რომ ჩააგდებს ლიდერი კალათბურთელი ამას ქვია "იფრინა"?!
aburjga
16:30 12-10-2019
0

სიახლეები პოპულარული