თორნიკე შენგელია: ღმერთს ვევედრები, ტრავმა აღარ მივიღო

AutoSharing Option
ევროლიგაზე "ფენერბახჩესთან" მატჩის წინ eurohoops-ს ინტერვიუ "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მისცა.

"ადრეა ამჟამინდელი გუნდის შარშანდელთან შედარება. სეზონის დასაწყისში ვიმყოფებით და დრო კიდევ გვჭირდება. თუმცა, სხვა გუნდი ვართ. კარგია ეს თუ ცუდი, მოგვიანებით ვნახავთ, თუმცა წელს ცოტა განსხვავებულნი ვართ. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ თანდათან უკეთესად ვითამაშებთ.

როგორც გითხარით, ჩვენი ფილოსოფია აბსოლუტურად ერთნაირია. გვყავს ახალი, ნიჭიერი კალათბურთელები. შესათამაშებლად ცოტა მეტი დრო გვჭირდება.

ჩემი პირადი მიზანია, გასულ სეზონზე უკეთ ვიასპარეზო. ჩემი მთავარი მიზანი კი სეზონის ტრავმის გარეშე ჩატარებაა. ღმერთს ვევედრები, ტრავმა აღარ მივიღო.
კიდევ, ჩემი მიზანი გუნდის დახმარებაა. გუნდზე ვარ კონცენტრირებული და ჩემთვის პირადი მიზნები მეორეხარისხოვანია.

თურქული გუნდები გასულ სეზონში ევროლიგის ოთხეულში გავიდნენ. ეს უზარმაზარი წარმატებაა. ვფიქრობ, თურქული კალათბურთი ყოველწლიურად ვითარდება.

ევროლიგის გარდა, თქვენს კალათბურთს თვალყურს ძალიან არ ვადევნებ. მიყვარს თურქეთში ყოფნა, ის ჩემი მშობლიური საქართველოს მეზობელია. თუ დრო აქვთ, ხანდახან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მატჩებზე მოდიან. ჩემი ხალხისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რადგან საქართველოსთან ახლოსაა.

ამას გარდა, მომწონს აქაური სამზარეულო, შესანიშნავი კერძებია. ხალხიც ძალიან სტუმართმოყვარეა. გამონაკლისი "ფენერბახჩეს" "ულკერის" დარბაზია (იცინის). თუმცა, მთლიანობაში ეს მომწონს.

"ფენერბახჩესთან" რთული მატჩი გველის, რადგან ორი შეხვედრა წააგო და თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შეეცდება. იმედია, გავიმარჯვებთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო ტრამვებზე აღარ იფიქრო, იფიქრე რომ აღარ მიიღებ ტრამვას და ყველაფერი უკანაა. ადამიანი თვითონ აპროგრამებს ქვეცნობიერად თავის მომავალ ცხოვრებას.
Geo_Dinamo
11:27 17-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული