ზაზა ფაჩულია: ატლანტაში თამაშის დროს 2 რესტორანი გავხსენი, თუმცა...

AutoSharing Option
ამერიკულმა ბიზნესმედია საშუალება CNBC-მ მოკლე ვიდეოინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის" ყოფილ ცენტრ ზაზა ფაჩულიასთან.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ტექსტურ ვერსიას გთავაზობთ.

"მე ვარ ზაზა ფაჩულია. "გოლდენ სტეიტთან" ერთად "ენ-ბი-ეი" ორჯერ მოვიგე. ახლა 35 წლის გახლავართ და კარიერა უკვე დავასრულე.

NBA-ში თამაშის დროს მყავდა ფინანსური მრჩეველი. ახლაც მყავს, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მეტად საკუთარ ინტუიციას, ცოდნასა და გამოცდილებას ვენდობი.

ატლანტაში თამაშის დროს 2 რესტორანი გავხსენი, თუმცა 2 წელიც ვერ გაძლო და ორივეს დახურვა მომიწია. ამის შემდეგ დავიწყე სწავლა ბიზნესის სფეროში.
გავიარე კურსები ჰარვარდის უნივერსიტეტსა და სხვა დაწესებულებაში.

იქამდე არ მქონდა ბიზნესგეგმა, არ მქონდა ხედვა. ეს უფრო ჰობი იყო. მართალია, არაფერია იმაში ცუდი, რომ გქონდეს ჰობი, თუმცა უფრო მეტად უნდა მოემზადო, როცა საქმე ასობით ათასი დოლარის ინვესტირებას ეხება. ჩემი ბიზნესთავგადასავალიც ასე დაიწყო.

ეს ყველაფერი გეხმარება და შენ შეგიძლია ერთი ბიზნესიდან მიღებული გამოცდილება მეორე საქმეში გამოიყენო; არ დაუშვა იგივე შეცდომება, რაც ადრე მოგივიდა.

ინვესტიციების უმრავლესობა მაშინ განვახორციელე, როცა ჯერ კიდევ ვთამაშობდი. საქართველო სტუმართმოყვარეობით ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდა. იქ რამდენიმე სასტუმრო მაქვს.

ასევე, ფული ჩავდე საკმაოდ მზარდ სამშენებლო კომპანიაში. მას "არქი ჯგუფი" ჰქვია.

ასევე, მაქვს საქმიანი ურთიერთობა ფრენჩაიზთან, რომელსაც snap fitness-ი ჰქვია. თუმცა ჩემი ფავორიტი ინვესტიცია იყო, როცა მე ფეხსაცმელების ბრენდის პარტნიორი გავხდი. Crosty ორმა ძმამ ჩამოაყალიბა და მთავარი ნიშა ამ ბრენდისა - თავისუფლებაა. ისინი მეზობელი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან და თავიანთ ლტოლვას თავისუფლებისაკენ ასე გამოხატავენ - ყველა ფეხსაცმელზე ქართულად წერია "თავისუფლება".

ყველაზე დიდი თანხა "ბენტლიში" გადავიხადე. მასზე უფრო ძვირი შენაძენი არასდროს მქონია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მანქანა 13 წელია მყავს, ისიც გამართლებული ინვესტიცია გამოდის".

მკითხველის კომენტარები / 9 /
დიდი მადლობა კაპიტანო იმ სიამოვნებისათვი რაც წლების განმავლობასი გვაგრძნობინე.გისურვებ ბედნიერებას.ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა კაცები!
5
დაანებე თავი მაგ "ფინანსურ მრჩევლებს", თორემ ზამთარში სანდლებით ირბენ გარეთ
ინკვიზიტორი
11:55 25-10-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული