თორნიკე შენგელია ევროლიგაში "ლიონთან" გამართულ მატჩში საუკეთესო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია ევროლიგაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს, თუმცა მისი "ბასკონია" ყოველთვის მოგებული ვერ რჩება. მე-5 ტურის მატჩში ბასკონიელები ფრანგულ "ლიონ ვილერბანს" ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ - 63:66.

ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო. შენგელიამ 30:18 წუთში 17 ქულა (საუკეთესო მაჩვენებელი მატჩში) ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო, რაც თამაშში საუკეთესო შედეგია ვილერბანელ ტონი ჯეკირისთან ერთად. თოკომ 17 ქულას 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკი დაუმატა.

2 მოგებითა და 3 მარცხით "ბასკონია" "პანათინაიკოსთან" XI-XII ადგილებს იყოფს. მე-6 ტურის მატჩს
შენგელიას გუნდი 2 ნოემბერს, შინ, გერმანულ "ბაიერნთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული