კვლავ ბომბარდირი და საუკეთესოა - რა თქმა უნდა, შენგელია, თორნიკე! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 93:60 გაანადგურა "ბაიერნი" და როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, პარკეტზე საუკეთესო მისი ქართველი კაპიტანი იყო.

შენგელიამ 25:51 წუთში 19 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ამ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა: 19:48 წუთში 16 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულინი, 3-დან 3 საჯარიმო),
1 მოხსნა და 1 პასი.

"ბასკონიას" 3 მოგება აქვს და 7 ნოემბერს სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება.

altთორნიკე შენგელია ევროპაში ყველაზე მეტ წუთს თამაშობს

altთორნიკე შენგელია ევროლიგაში "ლიონთან" გამართულ მატჩში საუკეთესო იყო [VIDEO]

altშერმადინი-შენგელია 16:20 - ტენერიფე-ბასკონია 78:79 [VIDEO]

altევროლიგის პირადსარეკორდო 25 ქულამ შენგელიას ტურის MVP-ის ტიტული მოუტანა [VIDEO]

altთორნიკე შენგელია "ოლიმპიაკოსმა" ვერ შეაჩერა - 25 ქულა, 9 მოსხნა და 3 პასი [VIDEO]

altთორნიკე შენგელიას 18 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება "რეალ ბეტისთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ალოო
ლაშა
20:05 02-11-2019
0
ასეთ ვიდეო მონტაჟს რატომ დებთ არ მესმის.. შენგელია საუკეთესო მექულე გახდა, ყველაზე მეტი ბურთი ჩააგდო და საუკეთესო შედეგი დადო ამ თამაშში და.. ვიდეო მიმოხილვას ვუყურებ და არცერთი მისი ნასროლი არ მინახავს, არცერთი მისი ჩაგდებული ბურთი, რა უაზრო ვიდეოა! ასევე გოგა ბითაძემ საუკეთესოდ ითამაშაო და 10 ქულა ჩააგდო, ვიდეო დევს ისეთი გოგას არათუ ჩაგდებული ბურთი პასიც კი არ ჩანს მგონი!! თქვენ რომ მთლიანი თამაში ნახოთ და ჩვენების ჩაგდებული ბურთები ამოჭრათ, დაამონტაჟოთ და გვაჩვენოთ არა? აა ალბათ ბევრი ჩალიჩი უნდა და გეზარებათ, ჩვენ ბოდიში.. რა აზრი აქვს ამ ვიდეო მიმოხილვების დადებას, ჩვენ ბიჭებზე წერთ, აქებთ, ადიდებთ და სხვის ჩაგდებულ ბურთებს აჩვენებთ?!
ლაშა
20:04 02-11-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული