ბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში! - გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბრის დილით გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 102:95 დაამარცხა და ამაში საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:54 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვა. როგორც ხედავთ ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.


გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. ბითაძე ბლოკების მხრივ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მართალია ორი
დაკარგვა ჰქონდა, თუმცა მისი პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ესეც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. "ინდიანამ" კი სეზონში მეორე მატჩი მოიგო.


რეალურად, ეს პირველი სრულფასოვანი მატჩი იყო ბითაძისათვის NBA-ში და გოგამაც შანსი გამოიყენა. შემდეგ შეხვედრას ინდიანაპოლისელები 4 ნოემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-ჰიუსტონი 123:116
ორლანდო-მილუოკი 91:123
ბოსტონი-ნიქსი 104:102
ჩიკაგო-დეტროიტი 112:106
დალასი-ლეიკერსი 110:119 (103:103)
საკრამენტო-იუტა 102:101
გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 110:127

altგოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი ჰქონდა, პირველი ქულებიც მოიპოვა, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
ბრავო გოგა! აჩვენე კლასი.
მერაბ მაღლაკელიძე
02 ნოემბერი 2019 10:23
0
გენაცვალე გოგა, როგორ მიხარია. კიდევ მეტი და მეტი აქტიურობა, განსაკუთრებით ტერნერის გამოსვლამდე უნდა დაამტკიცო რომ შენ ინდიანას წარმატებისთვის აუცილებლობა ხარ
ბექა
02 ნოემბერი 2019 10:22
0
ბრავო გოგა! აჩვენე იანკებს კლასი. მაგათ მსოფლიოზეც ეგრე ეგონათ რომ კალათბურთს მარტო იანკები თამაშობენ.
მერაბ მაღლაკელიძე
02 ნოემბერი 2019 10:21
1
შენ გენაცვალე ჯიგარში,მაგარო ბიჭო.სულ ასე გაგვახარე შენი გულშემატკივრები!ზოგს კი არა სჯერა მაგრამ იოკიჩი უნდა დავჩრდილოთ მალე!!!!აი ნახავთ თუ ასე არ იქნება!წარმატებები გოგას და ყველა ქართველ სპორტსმენს!
Jordan Beli
02 ნოემბერი 2019 10:19
0
ჯიგარი ხარ,ბრავო და ასე გააგრძელე!
ბუტა
02 ნოემბერი 2019 09:52
0
ყოჩაღ გოგა, ასე გააგრძელე!!!
sormona
02 ნოემბერი 2019 09:42
0
თამაშზე არ მიყურებია მაგრამ სტატისტიკა მშვენიერია. ძაან გამიხარდა. წარმატებები გოგას! ეს მხოლოდ დასაწყისია მჯერა და ბევრს მოუმატებს!
შოთა
02 ნოემბერი 2019 09:30
0
ყოჩაღ გოგას წარმატებები მომავალშიც. აქვე დავამატებ რო ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი მაინც ნაკრებია, ნაკრებში თუ არ გამოუშვეს და ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვა შენგელიასავით ძალიან ცუდი იქნება.ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი კალათბურთელების არგამოშვებამ ბევრჯერ დააზარალა ჩვენი ნაკრები.
geo
02 ნოემბერი 2019 09:22
0
აპა გეგონოთ რომ ამასაც სხვა გრუზინებივით ეგრე ადვილად მოისროდნენ და დამთავრდებოდა კარიერა
1
02 ნოემბერი 2019 09:19
2

სიახლეები პოპულარული