ბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში! - გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბრის დილით გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 102:95 დაამარცხა და ამაში საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:54 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვა. როგორც ხედავთ ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.


გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. ბითაძე ბლოკების მხრივ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მართალია ორი
დაკარგვა ჰქონდა, თუმცა მისი პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ესეც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. "ინდიანამ" კი სეზონში მეორე მატჩი მოიგო.


რეალურად, ეს პირველი სრულფასოვანი მატჩი იყო ბითაძისათვის NBA-ში და გოგამაც შანსი გამოიყენა. შემდეგ შეხვედრას ინდიანაპოლისელები 4 ნოემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-ჰიუსტონი 123:116
ორლანდო-მილუოკი 91:123
ბოსტონი-ნიქსი 104:102
ჩიკაგო-დეტროიტი 112:106
დალასი-ლეიკერსი 110:119 (103:103)
საკრამენტო-იუტა 102:101
გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 110:127

altგოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი ჰქონდა, პირველი ქულებიც მოიპოვა, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
ყოჩაღ გოგააა !!!! დაადუმე კრიტიკოსები...
Felisio
02 ნოემბერი 2019 11:47
0
მიდი გოგა გემჩნევა რომ გამოგივა,ვერ გაგაჩერებენ
123
02 ნოემბერი 2019 11:45
0
ყოჩაღ გოგა! შრომას და თავდადებას აუცილებლად მოყვება შედეგი!
სხვა რაკურსი
02 ნოემბერი 2019 11:38
0
მშვენიერია, ყოჩაღ გოგა. ასეც ვიცოდი და მჯერა უფრო მეტად გაგვახარებს. გილოცავ და წარმატებები.
Geo_Dinamo
02 ნოემბერი 2019 11:04
0
ვამბობდი რა ეს ბიჭი წვერში გაცილებით აგრესიული და შემტევია.დდდ
Kkk
02 ნოემბერი 2019 11:14
0
შენ გენაცვალე ჯიგარში,მაგარო ბიჭო.სულ ასე გაგვახარე შენი გულშემატკივრები!ზოგს კი არა სჯერა მაგრამ იოკიჩი უნდა დავჩრდილოთ მალე!!!!აი ნახავთ თუ ასე არ იქნება!წარმატებები გოგას და ყველა ქართველ სპორტსმენს!
Jordan Beli
02 ნოემბერი 2019 10:19
0
სკეპტიკოსებს დაუმტკიცა რომ შესწევს ძალა ნბა-ში თამაშის.ფაჩულიაზე ბევრად ნიჭიერია.თავმდაბალი,მიზანდასახული პატარა ბიჭია. მჯერა რომ მაგრად მოუმატებს.მთავარია ვარსკვლავური დაავადებით არ დაავადდეს რაც ფეხბურთში დაემართად ქინქლაძეს და ჭანტურიას.
იმედია
02 ნოემბერი 2019 17:29
0
გოგა ყოჩაღ!!!
დათო
02 ნოემბერი 2019 14:32
0
გენაცვალე გოგა, როგორ მიხარია. კიდევ მეტი და მეტი აქტიურობა, განსაკუთრებით ტერნერის გამოსვლამდე უნდა დაამტკიცო რომ შენ ინდიანას წარმატებისთვის აუცილებლობა ხარ
ბექა
02 ნოემბერი 2019 10:22
0
ბრავო გოგა! აჩვენე კლასი.
მერაბ მაღლაკელიძე
02 ნოემბერი 2019 10:23
0

სიახლეები პოპულარული