ბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში! - გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბრის დილით გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 102:95 დაამარცხა და ამაში საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:54 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვა. როგორც ხედავთ ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.


გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. ბითაძე ბლოკების მხრივ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მართალია ორი
დაკარგვა ჰქონდა, თუმცა მისი პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ესეც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. "ინდიანამ" კი სეზონში მეორე მატჩი მოიგო.


რეალურად, ეს პირველი სრულფასოვანი მატჩი იყო ბითაძისათვის NBA-ში და გოგამაც შანსი გამოიყენა. შემდეგ შეხვედრას ინდიანაპოლისელები 4 ნოემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-ჰიუსტონი 123:116
ორლანდო-მილუოკი 91:123
ბოსტონი-ნიქსი 104:102
ჩიკაგო-დეტროიტი 112:106
დალასი-ლეიკერსი 110:119 (103:103)
საკრამენტო-იუტა 102:101
გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 110:127

altგოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი ჰქონდა, პირველი ქულებიც მოიპოვა, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
ისე მიხარია ქარტველების ცარმატება ტიტქოს მე ვიყო
aleko
02 ნოემბერი 2019 13:09
0
იმედი მქონდა სილქ უნივერსალზე იქნებოდა.წუხელ 4 საათამდე ველოდი,მაგრამ არ აჩვენეს.როგორც ჩანს,მშვენივრად ითამაშა.მისგან მეტოქე ამდენს ალბათ არ ელოდა.ფაქტია,რომ განაცხადი გააკეთა. მომდევნო თამაშებში გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობენ,მაგრამ თვითონაც მოემატება თავდაჯერება,ჩაჯდება სათამაშო სქემებში და კიდევ უფრო სასარგებლო გახდება.
სოსო
02 ნოემბერი 2019 12:53
0
4 ბლოკშოტი - წერონ და იძახონ ამ ვითომ ექსპერტებმა ამერიკაში "გოგა დაცვაში სუსტიაო" - დაუმტკიცა ამერიკელებს თავისი დონე. წარმატებები, გოგა!
კიდევ მეტი და მეტი სტატისტიკა/სიმაღლეების დაპყრობა
qomagi
02 ნოემბერი 2019 12:52
0
შენ შეგიძლია!!! შენ უფრო მეტი შეგიძლია!!! შენ ძალიან ბევრი შეგიძლია !!!
დიმო
02 ნოემბერი 2019 12:19
0
გოგა ბითაძე, მომავალ სეზონში ყველა ვარსკვლავის მატჩში!!!
ირაკლი
02 ნოემბერი 2019 12:05
3
ყოჩაღ გოგააა !!!! დაადუმე კრიტიკოსები...
Felisio
02 ნოემბერი 2019 11:47
0
მიდი გოგა გემჩნევა რომ გამოგივა,ვერ გაგაჩერებენ
123
02 ნოემბერი 2019 11:45
0
ყოჩაღ გოგა! შრომას და თავდადებას აუცილებლად მოყვება შედეგი!
სხვა რაკურსი
02 ნოემბერი 2019 11:38
0
ვამბობდი რა ეს ბიჭი წვერში გაცილებით აგრესიული და შემტევია.დდდ
Kkk
02 ნოემბერი 2019 11:14
0
მშვენიერია, ყოჩაღ გოგა. ასეც ვიცოდი და მჯერა უფრო მეტად გაგვახარებს. გილოცავ და წარმატებები.
Geo_Dinamo
02 ნოემბერი 2019 11:04
0

სიახლეები პოპულარული