ბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში! - გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბრის დილით გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 102:95 დაამარცხა და ამაში საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:54 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვა. როგორც ხედავთ ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.


გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. ბითაძე ბლოკების მხრივ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მართალია ორი
დაკარგვა ჰქონდა, თუმცა მისი პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ესეც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. "ინდიანამ" კი სეზონში მეორე მატჩი მოიგო.


რეალურად, ეს პირველი სრულფასოვანი მატჩი იყო ბითაძისათვის NBA-ში და გოგამაც შანსი გამოიყენა. შემდეგ შეხვედრას ინდიანაპოლისელები 4 ნოემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-ჰიუსტონი 123:116
ორლანდო-მილუოკი 91:123
ბოსტონი-ნიქსი 104:102
ჩიკაგო-დეტროიტი 112:106
დალასი-ლეიკერსი 110:119 (103:103)
საკრამენტო-იუტა 102:101
გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 110:127

altგოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი ჰქონდა, პირველი ქულებიც მოიპოვა, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
ყოჩაღ გოგას!!!
saakadze
02 ნოემბერი 2019 19:42
0
მაგარია, დარწმუნებული ვარ გოგა ყოველი მატჩის შემდეგ უფრო და უფრო პროგრესირდება და გუნდში საუკეთესო კალათბურთელი გახდება, მთავარია მწვრთნელმა არ შეზღუდოს... და ვინმემ რომ მიპასუხოთ, ეს ორმაგი დუბლი რას ნიშნავს, ანუ ორჯერ რომ მოუხსნი ზედიზედ?
ირაკლი
02 ნოემბერი 2019 19:34
7
დუბლი თვითონ ორმაგს ნიშნავს და ორმაგი ორმაგი რაღას ნიშნავს მეგობრებო?მგონი დაბლ დაბლმა დააბნია ჩვენი ჟურნალისტები და ამ აბსურდამდე მიგვიყვანა.ინგლისური არ მისწავლია და არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ,დაბლ დაბლს,სულ სხვანაირი დატვირთვა ექნება ინგლისურში.
სოსო
03 ნოემბერი 2019 09:30
0
ორმაგი დუბლი: 10 ან მეტი ქულა და 10 ან მეტი მოხსნა.
სამმაგი: 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი,
ქომაგი
02 ნოემბერი 2019 23:24
1
ყველა გამოხმაურება
სკეპტიკოსებს დაუმტკიცა რომ შესწევს ძალა ნბა-ში თამაშის.ფაჩულიაზე ბევრად ნიჭიერია.თავმდაბალი,მიზანდასახული პატარა ბიჭია. მჯერა რომ მაგრად მოუმატებს.მთავარია ვარსკვლავური დაავადებით არ დაავადდეს რაც ფეხბურთში დაემართად ქინქლაძეს და ჭანტურიას.
იმედია
02 ნოემბერი 2019 17:29
0
ათამაშებენ იგებენ,არ ათამაშებენ აგებენ...
ნოდიკო
02 ნოემბერი 2019 16:49
0
საღოლ გოგილოოოოო... დაუმტკიცე მაგ დიშლაპუტურ ამერიკელებს რო არაფერი არ გაქვს დასამტკიცებელი და მზად ხარ!!!
მიროსან
02 ნოემბერი 2019 16:33
3
ასეთ ვიდეო მონტაჟს რატომ დებთ არ მესმის.. შენგელია საუკეთესო მექულე გახდა, ყველაზე მეტი ბურთი ჩააგდო და საუკეთესო შედეგი დადო ამ თამაშში და.. ვიდეო მიმოხილვას ვუყურებ და არცერთი მისი ნასროლი არ მინახავს, არცერთი მისი ჩაგდებული ბურთი, რა უაზრო ვიდეოა! ასევე გოგა ბითაძემ საუკეთესოდ ითამაშაო და 10 ქულა ჩააგდო, ვიდეო დევს ისეთი გოგას არათუ ჩაგდებული ბურთი პასიც კი არ ჩანს მგონი!! თქვენ რომ მთლიანი თამაში ნახოთ და ჩვენების ჩაგდებული ბურთები ამოჭრათ, დაამონტაჟოთ და გვაჩვენოთ არა? აა ალბათ ბევრი ჩალიჩი უნდა და გეზარებათ, ჩვენ ბოდიში.. რა აზრი აქვს ამ ვიდეო მიმოხილვების დადებას, ჩვენ ბიჭებზე წერთ, აქებთ, ადიდებთ და სხვის ჩაგდებულ ბურთებს აჩვენებთ?!
ლაშა
02 ნოემბერი 2019 16:06
0
სტატიაში ორი ვიდეოა.პირველი გოგას ფრაგმენტებია,მეორეკი საერთო.საბონისს 18 ქულა 17 მოხსნა შეუსრულებია.
სოსო
02 ნოემბერი 2019 19:05
0
GO!!! GOGA !!!
912
02 ნოემბერი 2019 15:01
0
გოგა ყოჩაღ!!!
დათო
02 ნოემბერი 2019 14:32
0
მზად არ არისო, არა?
ბმბ
02 ნოემბერი 2019 14:21
0
გენაცვალე ჯიგარში
Megreli
02 ნოემბერი 2019 14:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული