გოგა ბითაძის 9 ქულა და სასტარტო ხუთეული! - "ინდიანას" ზედიზედ მესამე მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ნოემბერს, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ჩიკაგო ბულზი" 108:95 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 18:57 წუთი გაატარა.

ამ ხნის განმავლობაში გოგამ 9 ქულა მოიპოვა, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 ბლოკიც მიითვალა.

რომ არა პერსონალური ჯარიმებით დატვირთვა და შემდეგ ამ მიზეზით პარკეტის დატოვება, ბითაძე უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო, ხოლო მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულა მიითვალა.

ეს "პეისერსის" ზედიზედ მესამე გამარჯვებაა
და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.

"ინდიანა" მომდევნო მატჩს გასვლაზე ჩაატარებს, 6 ნოემბერს "შარლოტის" წინააღმდეგ.

altბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში! - გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

altგოგა ბითაძე: მწვრთნელმა თავიდანვე მითხრა, რომ სეზონი გრძელია და...






ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე ეხლა ნიუიორკში ვარ.აქ საღამოს რვა საათია, მანდ ღამის 4. ეხლა მორჩა თამაში და ეგრევე სტატია დაიდო.საღოლ თქვენ, ღამურები ხართ,თუ ჟურნალიტები
ლევან
04:49 04-11-2019
1
ერთი რამ შეიძლება ითქვას, ეს ბიჭი ზაზაზე ბევრად ნიჭიერია(ზაზას არ ვაკნინებ არანაირად) და უკეთესი კარიერაც ექნება, სამუშაო ჯერ ბევრი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოუმატებს.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული