გოგა ბითაძის 9 ქულა და სასტარტო ხუთეული! - "ინდიანას" ზედიზედ მესამე მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ნოემბერს, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ჩიკაგო ბულზი" 108:95 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 18:57 წუთი გაატარა.

ამ ხნის განმავლობაში გოგამ 9 ქულა მოიპოვა, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 ბლოკიც მიითვალა.

რომ არა პერსონალური ჯარიმებით დატვირთვა და შემდეგ ამ მიზეზით პარკეტის დატოვება, ბითაძე უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო, ხოლო მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულა მიითვალა.

ეს "პეისერსის" ზედიზედ მესამე გამარჯვებაა
და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.

"ინდიანა" მომდევნო მატჩს გასვლაზე ჩაატარებს, 6 ნოემბერს "შარლოტის" წინააღმდეგ.

altბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში! - გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

altგოგა ბითაძე: მწვრთნელმა თავიდანვე მითხრა, რომ სეზონი გრძელია და...






ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ გოგა!!! იდეალურ გუნდში მოხვდა, იმისათვის , რომ კიდევ უფრო განვითარდეს და აიმაღლოს კლასი!!! წარმატებები!!!
დათო
04 ნოემბერი 2019 13:52
0
მგელი გვეზრდება ))
gio
04 ნოემბერი 2019 11:45
0
"მომდევნო" მატჩი?! კარტული არ გეკერკებათ?! ეგებ მორიგი?
გიორგი
04 ნოემბერი 2019 09:42
30
"მომდევნო" ქართული სუტყვაა და სანამ სხვას გააკრიტიკებ, წერა ისწავლო ჯობია.
გიორგის
04 ნოემბერი 2019 10:42
1
ვუყურე თამაშს, მართლა კარგი ბიჭია, კარგადაც დაიწყო მარა 2მეოთხედის შემდეგ ფაქტიურად აღარც უთამაშია პერსონალურებით დატვირთვის გამო, არადა ეგ რომ არა, მეტი დროც ექნებოდა და უფრო მეტ შედეგსაც დადებდა.
ლექსო
04 ნოემბერი 2019 09:32
0
ერთი რამ შეიძლება ითქვას, ეს ბიჭი ზაზაზე ბევრად ნიჭიერია(ზაზას არ ვაკნინებ არანაირად) და უკეთესი კარიერაც ექნება, სამუშაო ჯერ ბევრი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოუმატებს.
123
04 ნოემბერი 2019 09:20
0
2021 cels saqartcelos nakrebs eyoleba dzalian magari centri evropos chempionatze
aleko
04 ნოემბერი 2019 09:19
0
მე ეხლა ნიუიორკში ვარ.აქ საღამოს რვა საათია, მანდ ღამის 4. ეხლა მორჩა თამაში და ეგრევე სტატია დაიდო.საღოლ თქვენ, ღამურები ხართ,თუ ჟურნალიტები
ლევან
04 ნოემბერი 2019 04:49
1
აქ საქართველოში, ჟურნალისტებიც უყურებენ კალათბურთს! თან უყურებენ თან წერენ!
aburjga
04 ნოემბერი 2019 18:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული