გოგა ბითაძის პირადი რეკორდი ქულებში - "ინდიანა" "ვაშინგტონს" გაუსწორდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ნოემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ვაშინგტონ უიზარდს" უმასპინძლა და ანგარიშით 121:106 დაამარცხა.

სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა დომანტას საბონისი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა და შესაბამისად, ქართველმა ცენტრმა სათადარიგოზე გადაინაცვლა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბითაძემ 20 წუთი მაინც ითამაშა.

ბითაძემ ამ ხნის განმავლობაში 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ეს გოგას პირადი რეკორდია, მას აქამდე NBA-ში 13 ქულა არ ჩაუგდია.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძემ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური
მიიღო.

11 ქულა ბითაძემ პირველ ნახევარში 8:31 წუთში ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ვაშინგტონელმა ბრედლი ბილმა ჩააგდო. "ინდიანადან" კი ყველაზე მეტი, 21 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო.

საბონისმა კი 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

ამ მატჩის შემდეგ "ინდიანას" 4 მოგება და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ბითაძის "ინდიანა პეისერსი" შინ 9 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე, "დეტროიტ პისტონსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დეტროიტი-ნიუ იორკი 122:102
ატლანტა-ჩიკაგო 93:113
ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 129:112
ტორონტო-საკრამენტო 124:120
მემფისი-მინესოტა 137:121
დალასი-ორლანდო 107:106
იუტა-ფილადელფია 106:104
კლიპერსი-მილუოკი 124:129

მკითხველის კომენტარები / 7 /
შემოგევლე გოგა, რა ბიჭი გვეზრდება ხალხო, ესროლე გოგა, სასროლი ყველა ესროლე, შენ ფეხქვეშ იქნება მალე ნბა.
ბმნ
07 ნოემბერი 2019 19:52
1
მისი ჩაგდებული ბურთების ნაცვლად, აცილებული ბურთები ამოკრიბეთ ვიდეოში თქვე ბედოვლათებო?
გია
07 ნოემბერი 2019 17:34
5
ვინც აკრიტიკებთ კალათურთის აზრზე არ ხართ.. უმაგრესად გამოიკურება და მშვენივრად თამაშობს ნბა ვარსკვლავების ცვენა აქქ.. ასე რომ დაიკოთ ნერვები და ისიამოვნეთ კიდე ერთი ქართველი ზაზას შემდეგ ..ზაზას წყალი გადმგხმოდეს და ჩემპიონობის რეკორდი მოგეხსნას
reali
07 ნოემბერი 2019 16:32
1
ეს ბიჭი ნელ ნელა უმატებს და დავაცადოთ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ეს ნბაა და აქ სულ სხვა სიჩქარეებია... ვაკვირდებოდი საბონისის სადებიუტო სეზონის სტატისტიკას მისი დიდი მამის გამო და ვერაფერი ღირშესანიშნავი თამაში ვერ დადო მთელი სეზონის განმავლობაში.ყველა დონჩიჩი ვერ იქნება, მთავარია გოგას უდიდესი პოტენციალი აქვს და შრომისმოყვარეობა, რაც ჩვენ სპორცმენებს აშკარად აკლიათ...დარწმუნებული ვარ გოგა ამ სეზონშივე აალაპარაკებს ნბა-ს და სტატისტიკასაც ბევრად უკეთესსაც დადებს,ცოტაც მოვიცადოთ...
Maximus
07 ნოემბერი 2019 14:42
0
რა ცოტა მოხსნააა???ხო არ ღადაობთ???საქართველოს სუპერლიგაში რომ აკეთებენ 13 ქულას და 3 მოხსნას მაგაზე გიჟდებიან ხალხი და ნბაში 13 ქულას ხო არ მეხუმრებით???ძალიან კარგი ბიჭია და ეგრე უნდა გააგრძელოს!!!პირველი თვეა ნბაში და უფრო მაგრათ გამოიწრთობა მომავალში.წელს ჩავარდნებიც ექნება და დიდებული თამაშები!
vasiko
07 ნოემბერი 2019 13:58
0
ძალიან ცოტა მოხსნაა.
ddgfdf
07 ნოემბერი 2019 12:48
24
ყველა თამაშში ასე ხდება,თავიდან ძალიან კარგად იწყებს და ქულებს აქუჩებს,შემდეგ კი თანდათან იკარგება.ეტყობა იქაურ სისწრაფეებს ჯერ ბოლომდე ვერ მიეჩვია.კარგია რომ სროლებში ენდობიან და თვითონაც თამამად ესვრის.
სოსო
07 ნოემბერი 2019 11:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული