სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ის სტუდენტურ ლიგაში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NCAA-ს მორიგ მატჩში სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" 74:57 დაამარაცხა "სტონი ბრუკი". "უოლშ გიმნაზიუმში" საუკეთესო ქართველი ფორვარდი იყო, რომელმაც ყველაზე მეტი, 17 ქულა ჩააგდო.

სანდრომ თამაშიდან 11 სროლიდან მიზანს 6 უწია, აქედან 4-სამქულიანიდან 2 ჩააგდო. მან მოედანზე 34 წუთი გაატარა. მის ანგარიშზეა აგრეთვე 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება. გუნდის ლიდერმა პაუელმა ტრავმა მიიღო, ამიტომ ლიდერის ფუნქციები სანდრომ ითავა.

"პაუელის გარეშე პირველად ვთამაშობდთ და მე უნდა მეჩვენებინა მტკიცე ხასიათი ახალბედებისთვის", – განაცხადა მამუკელაშვილმა თამაშის შემდეგ.

სეტონჰოლელთა შემდეგი მეტოქე ძლიერი და
სახელგანთქმული გუნდი – "მიჩიგან სტეიტია", რომელსაც მამუკელაშვილის გუნდი 15 ნოემბერს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული