სანდრომ თამაშიდან 11 სროლიდან მიზანს 6 უწია, აქედან 4-სამქულიანიდან 2 ჩააგდო. მან მოედანზე 34 წუთი გაატარა. მის ანგარიშზეა აგრეთვე 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება. გუნდის ლიდერმა პაუელმა ტრავმა მიიღო, ამიტომ ლიდერის ფუნქციები სანდრომ ითავა.
"პაუელის გარეშე პირველად ვთამაშობდთ და მე უნდა მეჩვენებინა მტკიცე ხასიათი ახალბედებისთვის", – განაცხადა მამუკელაშვილმა თამაშის შემდეგ.
სეტონჰოლელთა შემდეგი მეტოქე ძლიერი და სახელგანთქმული გუნდი – "მიჩიგან სტეიტია", რომელსაც მამუკელაშვილის გუნდი 15 ნოემბერს უმასპინძლებს.