კალათბურთი

ლეგიონერები

forbes: გოგა ბითაძე მეტია, ვიდრე რიგითი ახალწვეული - გასაკვირი და შთამბეჭდავია

AutoSharing Option
ჟურნალმა forbes-მა NBA-ს სტარტზე "ინდიანა პეისერსის" თამაში შეაფასა და წერილში "10 მოსაზრება 10 მატჩის შემდეგ" ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს ქვეთავი მიუძღვნა.

გოგა ბითაძე მეტია, ვიდრე რიგითი ახალწვეული

"ამ ზაფხულს "პეისერსის" ხელმძღვანელობამ ბითაძეს მაღალი შეფასება მისცა. "არა მგონია, მისი თამაში რამენაირად საეჭვო იყოს", - ამბობდა პრეზიდენტი კევინ პრიტჩარდი. მაკმილანი დაეთანხმა.

ევროპელი თამაშით ამტკიცებს ხელმძღვანელობის ნათქვამს. საკმარისია, ახალწვეულების ლიდერების BPM ცხრილს თვალი გადავავლოთ და დავინახავთ, რომ ბითაძეს პირველი ადგილი უკავია იმათ შორის, რომლებმაც 100+ წუთი ითამაშეს. მას პრობლემა არა აქვს იმასთან დაკავშირებით,
რომ შთაბეჭდილება მოახდინოს.

გამოუცდელი კალათბურთელის კვალობაზე, დაცვაში მისი თამაში გასაკვირი გახლდათ. იმ 4 მატჩში, რომლებშიც 10 წუთზე მეტი ჩაატარა, 12 დაფარება მიითვალა. როდესაც ბითაძე პარკეტზეა, "პეისერსის" მეტოქე მხოლოდ 46.6%-ის სიზუსტით ისვრის (გასაოცარი ციფრია და ძალიან კარგია).

დაცვასთან შედარებით, შეტევაში ოდნავ ნაკლებად პროდუქტიულია. შორიდან 37.5%-ის სიზუსტით ისვრის და პირდაპირ ერგება მაკმილანის სისტემას. ბითაძეს დიდი სათამაშო დრო არ მისცემია, თუმცა, როდესაც შანსი ეძლეოდა, შესანიშნავი იყო".

ტეგები: