გოგა ბითაძემ 12 წუთში 7 ქულა ჩააგდო, "პეისერსი" დამარცხდა

AutoSharing Option
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" რეგულარული სეზონის ფარგლებში საკუთარ პარკეტზე "მილოუკი ბაქსი" მიიღო და 19-ქულიანი სხვაობით დამარცხდა- 83:102.

პარკეტს "ინდიანას" ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი დაუბრუნდა და გოგას წუთები, ბუნებრივია, შემცირდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11:59 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 7 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა.

გოგამ 3 ორქულიანიდან 2 ზუსტად ისროლა, ხოლო 2 სამქულიანიდან მეტოქის კალათში 1 მოათავსა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 1-ხელ დაკარგა ბურთი.

მომდევნო შეხვედრას "ინდიანა პეისერსი" ზეგ, 19 ნოემბერს, გასვლაზე ნიუ იორკში "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართავს. 

alt

NBA. რეგულარული: გოგა ბითაძე 6 ქულით დაბრუნდა, ჰარდენმა 44 ჩააგდო! [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული