პარკეტს "ინდიანას" ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი დაუბრუნდა და გოგას წუთები, ბუნებრივია, შემცირდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11:59 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 7 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა.
გოგამ 3 ორქულიანიდან 2 ზუსტად ისროლა, ხოლო 2 სამქულიანიდან მეტოქის კალათში 1 მოათავსა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 1-ხელ დაკარგა ბურთი.
მომდევნო შეხვედრას "ინდიანა პეისერსი" ზეგ, 19 ნოემბერს, გასვლაზე ნიუ იორკში "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართავს.
NBA. რეგულარული: გოგა ბითაძე 6 ქულით დაბრუნდა, ჰარდენმა 44 ჩააგდო! [VIDEO]