სანდრო მამუკელაშვილმა სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლ პირატსმა" NCAA-ს მორიგ მატჩში სტუმრად "სენტ ლუის ბილიკენსს" დამაჯერებლად, 83:66 სძლია, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კი 17 ქულით შეხვედრის ბომბარდირთა შორის იყო.

ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მამუკელაშვილი, შედეგიანობის მხრივ, მხოლოდ თანაგუნდელ მაილს პაუელს ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო.

"სეტონ ჰოლს" 3 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ბიგ ისთის კონფერენციაში მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, "ფლორიდასთან"
ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული