გიორგი შერმადინს "ბარსელონასთან" მატჩში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ცენტრის, გიორგი შერმადინის გუნდი "ტენერიფე იბეროსტარი" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კატალონიაში "ბარსელონას" შეხვდა და უშანსოდ, ანგარიშით 71:103 წააგო.

შერმადინი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:12 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (13) ჩამორჩა, რომელმაც 10 ქულას 5 პასი წაამატა.

ტენერიფელებს
6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი, 7 დეკემბერს, მურსიასთან ჩაატარებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული