NBA. რეგულარული: "ინდიანამ" მოიგო, გოგა ბითაძე არც კი ათამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს NBA-ს რეგუალრული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანამ" სტუმრად "ოკლაჰომა" 107:100 დაამარცხა. ქართველი ცენტრი განაცხადში იყო, თუმცა სამწუხაროდ მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძეს სათამაშო წუთი არ მისცა.

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი 24 ქულა თიჯეი უორენმა ჩააგდო, დომანტას საბონისმა 17 ქულას 13 მოხსნა მიამატა. მაილს ტერნერტმა 26 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

"ოკლაჰომადან" სტივ ადამსი 20 ქულით გამოირჩა, შროდერმა და გალინარიმ კი 18-18 ქულა ჩააგდეს.

მომდევნო მატჩს "ინდიანა" 7 დეკემბერს სტუმრად "დეტროიტთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის
სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-გოლდენ სტეიტი 106:91
დეტროიტი-მილუოკი 103:127
ორლანდო-ფინიქსი 128:114
ატლანტა-ბრუკლინი 118:130
ბოსტონი-მაიამი 112:93
ჩიკაგო-მემფისი 106:99
დალასი-მინესოტა 121:114
იუტა-ლეიკერსი 96:121
პორტლენდი-საკრამენტო 127:116
მკითხველის კომენტარები / 7 /
რას ერჩოდა ეს ინდიანა ამ ცვენს კარგ და ნიჭიერ ბიჭს??!! როცა მიეცა ტამაშის საშუალება, დღე-დღეზე უმატებდა! ნამდვილად არ სჭირდებოდათ ისეთი შემადგენლობა ყავდათ! ახლა გოგამ რა ქნას, მთელი წელი სკამი უქმად ხეხოს და იმარჩიელოს როდის ატამაშებენ 3-5 წუთს?!
aburjga
11:47 05-12-2019
3
ეს პირველი სეზონია და ეს,მოსალოდნელიც იყო.გოგას გარდა ორი ისეთი ცენტრი ჰყავს ინდიანას,რომ ყოველ თამაშში მესამეს დატვირთვას,თუ ამის საჭიროება არ იქნა,არ იზავენ.ტერნერი ჩადგა ფორმაში და მას რა თქმა უნდა წინ აყენებენ.გოგასაც მოუწევს თამაშები,მიეცემა დრო,მაგრამ ალბათ მაშინ,როცა ძირითადი ცენტრების დასვენება გახდება საჭირო,ან ნაკლებად დაძაბულ მომენტებში.მთავარია თვითონ მან არ ჩამოყაროს ყურები და ფორმა არ დაკარგოს.ფიზიკურად მომაგრებაც სჭირდება,ჩვენ თვითონაც ხომ ვნახეთ,რომ როცა დატვირთეს,რაღაც დროის შემდეგ ეფექტურობას ჰკარგავდა და იკარგებოდა.ამერიკაში სულ სხვანაირი დატვირთვებია და მას შეგუება სჭირდება.
სოსო
20:20 05-12-2019
0

სიახლეები პოპულარული