NBA. რეგულარული: გოგა ბითაძის 5 წუთი პარკეტზე და "ინდიანას" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "დეტროიტ პისტონსს" ესტუმრა და 101:108 დამარცხდა.

სამწუხაროდ ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 5:33 გაატარა და ამხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი დაფარება მოაგროვა და ერთი სამქულიანი არაზუსტად ისროლა.

"დეტროიტს" 25-25 ქულით ანდრე დრამონდმა და ბლეიკ გრიფინმა ულიდერეს. დრამონდმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 25 ქულას 22 მოხსნაც მიამატა.

სტუმართა შორის 26 ქულა თიჯეი უორენსმა ჩააგდო, 21 - მალკოლმ ბროგდონმა, ხოლო ორმაგი დუბლით ლიეტუველი დომანტას საბონისი გამოირჩა - 18 ქულა, 13 მოხსნა.

"ინდიანას" ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 14 მოგება აქვს
და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 8 დეკემბერს, "ნიუ იორკ ნიქსთან" ჩვენი დროით 4:30 საათზე ჩაატარებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-ბრუკლინი 104:111
კლივლენდი-ორლანდო 87:93
ბოსტონი-დენვერი 108:95
ჩიკაგო-გოლდენ სტეიტი 98:100
მაიამი-ვაშინგტონი 112:103
ოკლაჰომა-მინესოტა 139:127
მილუოკი-კლიპერსი 119:91
სან ანტონიო-საკრამენტო 105:104
პორტლენდი-ლეიკერსი 113:136
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდის, მიდის უკან.
zurab
13:17 07-12-2019
11

სიახლეები პოპულარული