7 დეკემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" სახლში 85:78 დაამარცხა "მურსია".
შერმადინმა 30:16 წუთში 25 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 10-დან 9 საჯარიმო), 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, 38-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო და ალბათ, ტურის MVP გახდება.
ლიგა ენდესას საიტი აღნიშნავს, რომ შერმადინმა ჩინებულად იასპარეზაა, გადამწყვეტი როლი ითამაშა შეხვედრაში და მეტოქეს განაჩენი გამოუტანა.
"იბეროსტარი" 7 მოგებით მე-7 ადგილზეა და 14 დეკემბერს სტუმრად "ანდორას" შეხვდება.