"ბასკონიამ" 1 ქულით მოიგო - თორნიკე შენგელია მატჩის MVP იყო

AutoSharing Option
8 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ვიტორიაში 87:86 დაამარცხა "ხუვენტუტი".

"ბასკონიამ" პირველი მეოთხედი 16 ქულით მოიგო, მაგრამ "ხუვენტუტმა" თამაშში დაბრუნება მოახერხა, თუმცა მასპინძლებმა საბოლოოდ მაინც იმარჯვეს.

შენგელიამ 31:12 წუთში 19 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი მიითვალა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

შენგელიაზე მეტი, 20 ქულა მხოლოდ ხუვენტუტელმა კლემენ პრეპელიჩმა ჩააგდო.

კარგად გაისარჯა საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი, რომელიც "ბასკონიას" 16 ქულით შეეწია.

"ბასკონია" 6 მოგებით
მეცხრე ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "მურსიას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მშვენიერი სეზონი აქვს თოკოს იმედია პლეიოფებშიც გააგრძელებს ესეთ თამაშს.როგორც ევროლიგაზე ისე ჩემპიონატში
დდდ
00:09 09-12-2019
0
სამწუხაროდ გუნდი ვერ უწყობს ხელს თოკოს , არადა თვითონ ძალიან მაგარ სეზონს ატარებს , ალბად ერთ-ერთ საუკეთსოს თავის კარიერაში . იმედია მომავ წელს მაინც იბრძოლებს ევროლიგისათვის , გული დასწყდება ალბად ყველა ქართველ გულსშემატკივარს თუ კაპიტანი ამ ტურნირის მოგების გარეშე დარჩემა , რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებს . წარმატებები .
ATP 16
10:14 09-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული