გოგა ბითაძის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ინდიანას" გამარჯვება "ბოსტონთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანამ" "ბოსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 122:117 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა - გოგამ პარკეტზე მხოლოდ 2:01 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში მის სტატისტიკურ მაჩვენებელში კვლავ 0 დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ბითაძეს უკვე 7 მატჩია ქულა არ ჩაუგდია.

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი, 44 ქულა კემბა უოკერმა ჩააგდო, ხოლო "ინდიანადან" 29 ქულით მალკოლმ ბროგდნონი გამოირჩა. დომანტას საბონისმა 15 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო მაილს ტერნერმა 24:21 წუთში 11 ქულა ჩააგდო.

"ინდიანას" აღმოსავლეთ კონფერენციაში
16 მოგება და 9 მარცხი აქვს. ამ მაჩვენებლით "პეისერსი" მე-6 ადგილზეა.

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს სტუმრად "ატლანტასთან" ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-ჰიუსტონი 110:116
ორლანდო-ლეიკერსი 87:96
ტორონტო-კლიპერსი 92:112
ბრუკლინი-შარლოტი 108:113
ჩიკაგო-ატლანტა 136:102
მინესოტა-იუტა 116:127
ფინიქსი-მემფისი 108:115
მილუოკი-ნიუ ორლეანი 127:112
საკრამენტო-ოკლაჰომა 94:93
გოლდენ სტეიტი-ნიუ იორკი 122:124
მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგამ ძალიან კარგად დაიწყო, ტრამვის შემდეგ მოუკლო შედეგიანობას მაგრამ იმედია ადაპტაციის პერიოდია და პირველ წელს ვერ მოვთხოვთ ვარსკვლავების მოწყვეტას, უდიდესი ფიზიკური დატვირთვა, უმძიმესი და დატვირთული გრაფიკი, იმედია საპლეიოფოდ მოიხოდება, საგანგაშო არაფერია, პირველი სეზონი ეგრეა, უმეტესობას ყველას უჭირს.
მერაბ მაღლაკელიძე
13:49 27-12-2019
0
მოედანზე არ შეყავთ და სათადარიგოთა სკამიდან ვერ ესვრის კალათში! 2 წუთი თამაში რაღაა, გახურებას ვერ ასწრებს, თამაშში შესვლას და მთავრდება მისი დრო! ამაზე რაც ხდება და რასაც ყველა ვხედავთ, წინასწარ ვწერდი, მე რაც შემეძლო განგაშს ვტესხდი იმდენად, რომ აქაური იუზერების გულისწყრომაც ბევრჯერ დავიმსახურე! ჯანდაბას, ნეტავ შევმცდარიყავი, მაგრამ ახლა დიდი საფრთხეა საერთოდ როგორც სპორტსმენი ფსიქოლოგიურად არ დააინვალიდონ! ამას რა ეშველება ეს უკვე აღარ ვიცი!
aburjga
23:33 12-12-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული