12 დეკემბერს, ევროლიგის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ბელგრადში 72:64 დაამარცხა "ცრვენა ზვეზდა".
შენგელიამ 37:34 წუთში 19 ქულა (11-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი), 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა პარკეტზე 21:22 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით შეეწია - ოთხივე სამიანი ააცილა.
ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ნიკ სტაუსკასი (ბასკონია) გახლდათ.
"ბასკონია" 6 მოგებით მე-9 ადგილზეა და 17 დეკემბერს სტუმრად "ვალენსიას" შეხვდება.