17 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" სახლში "მორნარ ბარი" 91:61 გაანადგურა.
შერმადინი პარკეტზე საუკეთესო იყო: 18:20 წუთში 22 ქულა (12-დან 9 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
ცნობისათვის, ამ შეხვედრაში გიორგის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა მისმა თანაგუნდელმა სანტი იუსტამ ჩააგდო - 13.
"იბეროსტარი" 8 მოგებით G ჯგუფის ლიდერია და 8 იანვარს საბერძნეთში "პერისტერის" შეხვდება.