თორნიკე შენგელიას ორმაგმა დუბლმა "ბასკონიას" ვერ უშველა

AutoSharing Option
22 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სახლში "ბურგოსთან" 74:82 დამარცხდა.

არადა, მეოთხე პერიოდში მასპინძლები 7 ქულით იყვნენ წინ და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

შენგელიამ 32:02 წუთში 13 ქულა (11-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14 იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 11:26 წუთში ბასკურ გუნდს 6 ქულით შეეწია.

გაიბრწყინა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ტადუს მაკფადენმა, რომელმაც 31:47 წუთში 19 ქულა ჩააგდო და 21-იანი
კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

"ბასკონია" 7 მოგებით მეშვიდე ადგილზეა და 28 დეკემბერს სტუმრად "სარაგოსას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკოს წაუგია ეს თამაში. 37 შესაძლებელიდან 13 ქულა ძალიან ცოტაა.
0

სიახლეები პოპულარული