"შერმინატორი" არ ჩერდება - ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP მესამედ გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დაასახელეს. ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ტურის MVP შერმადინი უკვე მე-3-ედ გახდა, სულ კი, გასული 14 ტურიდან 4-ში საუკეთესოები ქართველები იყვნენ. პირველივე ტურის საუკეთესოდ თორნიკე შენგელია დასახელდა.

გასული, მე-14 ტური შერმადინისთვის გამორჩეული იყო. მან პირადი რეკორდები დაამყარა, როგორც მოგროვებულ ქულებში, ასევე მარგი ქმედების კოეფიციენტში. 2016 წელს ანდორაში თამაშისას მოგროვებული 29 ქულა შერმადინმა გასულ ტურში "გრან კანარიასთან" 100:79 მოგებულ მატჩში გადაფარა. ქართველმა ცენტრმა 32 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის ინდექსი 42-მდე აიყვანა.

გიორგიმ 12-დან
9 ორქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა და 11 გამომუშავებული ფოლიც ჰქონდა. შერმადინი პირველი კალათბურთელია, ვინც ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო კალათბურთელად მესამედ დაასახელეს და დიდი შანსია, თვის MVP-ს ტიტულიც ერგოს, რადგანაც 2 აღიარება სწორედ დეკემბერში ჩატარებულ მე-12 და მე-14 ტურებში ერგო.


მომზადებულია GBF.ge-ს მიხედვით






მკითხველის კომენტარები / 3 /
სიხარულის ცრემლები მომდის რომ უყურებ, თამაშსაც უყურე, მაგრამ არ მომწყინდება ასეთი ქართველების ყურება, გიო გაიხარე და ნაკრებშიც დაახიე ბურთი გთხოვ თავზე ყველას, ბექაც კარგი იყო, მაგრამ მეტი რატომ არ ათამაშეს ვერ გავიგე
გიო
13:17 23-12-2019
0
ეს კაცი ენბეაში რატომ არ მიდის,ამ თამაშით იქ არ ჯობია თავის გამოჩენა?
სიხო
16:05 23-12-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული