"ინდიანა" 1 ქულით დამარცხდა - გოგა ბითაძემ 4 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
28 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა" სტუმრად "მაიამისთან" 112:113 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 4:10 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.

"ინდიანადან" აარონ ჰოლიდეი 17 ქულით, ტი ჯეი უორენი და ჯერემი ლემბი კი 16-16 ქულით გამოირჩნენ. მაილზ ტერნერმა 13 ქულა დ 6 მოხსნა, ხოლო დომანტას საბონისმა 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა ცენტრი ედრის ადებაიო იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო და 15-ჯერ მოხსნა ბურთი, ყველაზე შედეგიანი კი 20 ქულით მისი თანაგუნდელი ჯიმი ბატლერი გახდა.

"ინდიანა" 32
ტურის შემდეგ 21 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეექვსე ადგილზეა და 29 დეკემბერს სტუმრად "ნიუ ორლეან პელიკანსს" შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღაც მოხდა მანდ რა, ყველა თამაშში უმატებდა ყველაფერში, ქულებში, მოხსნებში, დაფარებებში, არაფერი ამას არ მოასწავებდა, ეს სრული იგნორია, გამოჰყავთ გოგა, როცა უბრალოდ მეტი აღარ შეუძლიათ ძირითად ცენტრებს, იმ დებილური ხუმრობის მერე აირია ყველაფერი, ბურთებით რომ გაუტენეს მანქანა,ეტყობა ამერიკელებს ქართული გინება ესმით, ან დაგასმინეს გნიდებმა.
ბმბ
22:37 28-12-2019
2
ცოტა უკეთესობა შეეტყო. მოვა აზრზე ნელ ნელა. ძალიან რთულია ასეთ ტემპს აუწყო ფეხი.
თენგიზი
19:47 28-12-2019
0

სიახლეები პოპულარული