"ინდიანა" 1 ქულით დამარცხდა - გოგა ბითაძემ 4 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
28 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა" სტუმრად "მაიამისთან" 112:113 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 4:10 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.

"ინდიანადან" აარონ ჰოლიდეი 17 ქულით, ტი ჯეი უორენი და ჯერემი ლემბი კი 16-16 ქულით გამოირჩნენ. მაილზ ტერნერმა 13 ქულა დ 6 მოხსნა, ხოლო დომანტას საბონისმა 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა ცენტრი ედრის ადებაიო იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო და 15-ჯერ მოხსნა ბურთი, ყველაზე შედეგიანი კი 20 ქულით მისი თანაგუნდელი ჯიმი ბატლერი გახდა.

"ინდიანა" 32
ტურის შემდეგ 21 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეექვსე ადგილზეა და 29 დეკემბერს სტუმრად "ნიუ ორლეან პელიკანსს" შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
თავდაუზოგავად უნდა იშრომოს.

გუნდელებმაც უნდა შეუწყონ ხელი.
ლაშა
16:37 28-12-2019
0
აფსუს!
aburjga
14:04 28-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული