კალათბურთი

ლეგიონერები

"ბასკონია" ვარდნას განაგრძობს - შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
28 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად "სარაგოსასთან" 80:101 დამარცხდა.

ბასკურ გუნდს კარგი დროება ნამდვილად არ უდგას, მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა მეტოქე, შემდეგ კი მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

შენგელიამ 31:33 წუთში 12 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი), 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 27:32 წუთში 8 ქულით შეეწია.

ვიტორიული გუნდი 7 მოგებით მე-12 ადგილზეა და 5 იანვარს "მანრესას" უმასპინძლებს.