გოგა ბითაძეს 15 წუთი დაუთმეს - "ინდიანამ" "ჩიკაგოს" დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს გამთენიისას "ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ "ჩიკაგოსთან" მოგებულ მატჩში 116:105 მოგებულ შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა.

ამდენი გოგას 24 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბითაძეს მეტი გაქანება დომანტას საბონისის არყოფნამ მისცა, რომელიც ამ შეხვედრაში პარკეტზე არ გასულა. ლიტუველ ლეგიონერს მუხლის დაზიანება აქვს.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 4 ქულას ბითაძემ 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ბითაძე არ დაჯარიმებულა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ინდიანელთაგან საუკეთესო იყო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე
მოთამაშე მაილს ტერნერი, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

24 მოგებითა და 15 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მდევარ "ორლანდოს" მთელი 6 მოგებით უსწრებს. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 იანვარს, შინ "ფილადელფიასთან" ელის.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ვაშინგტონი-ატლანტა 111:101
ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 111:123
ბრუკლინი-მაიამი 117:113
მემფისი-სან ანტონიო 134:121
ფინიქსი-ორლანდო 98:94
იუტა-შარლოტი 109:92
დალასი-ლეიკერსი 114:129
საკრამენტო-მილუოკი 106:127
კლიპერსი-გოლდენ სტეიტი 109:100

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
რაც დრო გადის გოგას თამაში უფრო დაბნეული, შებოჭილი და გაუბედავი ჩანს. დააკვირდით -7:08 წამზე, ევროპაში ასეთ სიტუაციაში გოგა ხტებოდა, უფარებდა და ერთსაც დაუღრიალებდა ხოლმე, ახლა კი თითქოს შეშინებული თამაშობს. არ ვიცი გუნდის ბრალია, მწვრთნელის მითითებების თუ თავისი ფსიქოლოგიის, მაგრამ ერთი რამე ცხადია - პროგრესის ნაცვლად მივიღეთ რეგრესი. ასე გაგრძელებას რა აზრი აქვს არ ვიცი.
2
ის ხდება , რომ მისმა აგენტმა როგორც ჩანს ან მაგრად ჩაისვრა , ან უბრალოდ ფული იშოვა და დაიკიდა . გოგა წავიდა ზედმეტად ფერად კანიანების გუნდში , თვითონ ქალაქიც და შტატიც მასეთია და ძალიან გაუჭირდება ამ გუნდში . გოგასთვის იდეალური იყო სანანტონიო , ბოსტონი , დალასი თუნდაც ტორონტო ან ისეთი გუნდი რომელსაც საჩემპიონო ამბიცია არ აქვს და მომავლის პროექტი იქნებოდა . თუნაც გოლდენს შეეძლო წაეყვანა და ცოტას ზაზაც რომ დახმარებოდა მიიღებდა სათამაშო დროს . ცოტა უნდა გაბრაზდე და ხასიათის სიმტკიცე აჩვენოს , ეგ დიდი და უშიშარი კაცების ლიგაა .
ATP 16 ?
18:12 11-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული