გოგა ბითაძე: არ მიკვირს NBA-ს კარიერის მოკრძალებულად დაწყება, მე სხვა რამ მაოცებს...

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული არის, რომ G ლიგიდან დაბრუნებულმა გოგა ბითაძემ წესიერად ძილიც ვერ მოასწრო, ისე წავიდა ვარჯიშზე და სრულად დაიტვირთა. გოგამ "ფორთ უეინის" მაისურით პარკეტზე 44 წუთი გაატარა და "ინდიანასთან" ერთად ვარჯიშზე უარი მაინც არ თქვა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი კალათბურთელი, რომლებსაც NBA-ს კლუბთან კონტრაქტი აქვთ, განსაკუთრებით დრაფტის პირველი რაუნდის პიკები, უკადრისობს G ლიგაში თამაშს, თუმცა გოგა ბითაძე მათ შორის არაა.

"მე უბრალოდ მივდივარ და 100%-ით ვიხარჯები. G ლიგაში თამაში ჩემთვის ასე არაა: "ღ
მერთო, არა, მე G ლიგაში თამაში მიწევს". იქ პარკეტზე გასვლა მეხმარება და იქამდე გავაკეთებ, სანამ მათ დავჭირდები. თუ მე მომინდება თამაში, ვთხოვ მათ, რადგან ჩემთვის ეს მშვენიერი პრაქტიკაა.

G ლიგაში ყველა ახალგაზრდა კალათბურთელია, რომლებიც მთელი ძალით გებრძვიან. სურთ გიჩვენონ, რა შეუძლიათ. ამიტომ საკმაოდ რთულია იქ თამაში. თამაშის ტემპი NBA-ზე მაღალია. მუდმივად სირბილი-სროლა მიდის, რაც ჩემთვის მართლაც კარგია", - თქვა გოგამ.

ბითაძეს არ უკვირს, რომ NBA-ს კარიერა მოკრძალებულად დაიწყო. იცის, რომ ტერნერსა და საბონისთან ერთად მისი წუთები შეზღუდული იქნება. ის, რაც ახალგაზრდა ქართველ ცენტრს აკვირვებს, ვარჯიშების ნაკლებობაა, არადა, ძალიან სჭირდება სხვადასხვა უნარის გასაუმჯობესებლად.

"უფრო მეტ ვარჯიშს ველოდი. თუმცა, ვხედავ, რომ 5 დღეში, შესაძლოა, 3-4 თამაშის ჩატარება მოგიწიოს. ეს ის არის, რაც NBA-ს ძალიან განასხვავებს ევროპისაგან.

მე მიყვარს თამაშები. ვარჯიშზე ერთმანეთთან ჭიდაობას პარკეტზე გასვლა და ოფიციალური შეხვედრის ჩატარება ჯობს", - აღნიშნა ბითაძემ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო, რაღა დროს შენი ვარჯიშებია, ეხლა ინდივიდუალურად უნდა ივარჯიშო რომ სროლის პროცენტი 100%იანი გქონდეს და ბურთი უკეთესად ატარო.
sdfffff
21:03 14-01-2020
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული