"ინდიანას" ზედიზედ მესამე გამარჯვება! - გოგა ბითაძეს მხოლოდ 4 წუთი მისცეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" სტუმრად "მინესოტა" 104:99 დაამარცხა.

ქართველ ცენტრს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა. ბითაძემ პარკეტზე 4:06 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

შეხვედრაში კი ყველაზე მეტი, 29 ქულა დომანტას საბონისმა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა და 6 პასი მიამატა. მალკომ ბროგდონმა კი 21 ქულა მიითვალა.

მაილს ტერნერმა 23 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

ამ მატჩის მოგებით "პეისერსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 მოგებითა და
15 მარცხით მეხუთე ადგილზეა.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბოსტონი-დეტროიტი 103:116
ფილადელფია-ბრუკლინი 117:106
მაიამი-სან ანტონიო 106:100
ჩიკაგო-ვაშინგტონი 115:106
ოკლაჰომა-ტორონტო 121:130
დენვერი-შარლოტი 100:86
ჰიუსტონი-პორტლენდი 107:117
საკრამენტო-დალასი 123:127
ლეიკერსი-ორლანდო 118:119
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა - ჩვენო ქართველო - მ ე ა მ ბ ო ხ ე - თუ არა ხარ და თუ მ კ ა ც რ ა დ არ შეუბღვირე - ან უნდა მათამაშოთ და თამამად ისროლო და იბრძოლო, ან უნდა წავიდეთქო- ასე დაგადეგრადირებენ, თან შეიძლება ყველა მიმართულებით ... ასე არის ყ ო ვ ე ლ გ ა ნ !
გლახუნა
16 იანვარი 2020 16:39
2

სიახლეები პოპულარული