21 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "იუტას" დაუპირისპირდა და დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანთან დიდი სხვაობით, ანგარიშით 88:118 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10:12 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ბითაძემ 2-დან 1 საჯარიმო და 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. "ინდიანადან" ყველაზე მეტი, 12 ქულა აარონ ჰოლდეიმ ჩააგდო. ამდენივე ჩააგდო 26:45 წუთში მაილს ტერნერმა, ხოლო დომანტას საბონისმა 28:08 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა დონოვან მიტჩელმა მოაგროვა, ხოლო რუდი გობერმა 20 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
"ინდიანას" ამჟამად 28 მოგება და 16 მარცხი აქვს. ამ წაგების შემდეგ "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე დაქვეითდა - მას "ფილადელფიამ" გადაუსწრო. ეს "ინდიანას" 5-მატჩიანი მოგებათა სერიის დასასრული გამოდგა.
გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 23 იანვარს, სტუმრად "ფინიქსთან", ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ბრუკლინი-ფილადელფია 111:117
შარლოტი-ორლანდო 83:106
კლივლენდი-ნიუ იორკი 86:106
ჰიუსტონი-ოკლაჰომა 107:112
მემფისი-ნიუ ორლეანი 116:126
მაიამი-საკრამენტო 118:113
მილუოკი-ჩიკაგო 111:98
ბოსტონი-ლეიკერსი 139:107
მინესოტა-დენვერი 100:107
ფინიქსი-სან ანტონიო 118:120
პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 129:124 (113:113)
მცირედი იღბალი ღა დარჩენია....