გოგა ბითაძემ G ლიგაში ისევ გაიბრწყინა - 4 ზუსტი სამქულიანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" კიდევ ერთხელ გაანათხოვრა G ლიგაში და ქართველმა ცენტრმა არც ამჯერად შეირცხვინა თავი.

გოგამ პარკეტზე 34 წუთი გაატარა და ამ დროში "ფორთ უეინს" 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მოუტანა. გოგამ 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 11-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, მისმა გუნდმა კი გაიმარჯვა - 136:102.

ხვალ, 11 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 საათზე, "ინდიანა პეისერსი" "ბრუკლინ ნეთსს" უმასპინძლებს, გოგა ბითაძე კი გუნდთან ერთად იქნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
ინდიანას რომ არ აეყვანა 21-ე სან-ანტონიო იყო.პოპოვიჩის ხელში ითამაშებდა კიდევაც და უმაღლეს და უმაგრეს სკოლასაც გაივლიდა.ამ დებილის ხელში ეხლა ვინც ყავს მწვრთნელი,რა უნდა ისწავლოს?
ნუკრი
10 თებერვალი 2020 21:46
0
პოპოვიჩს ვიქტორ სანიკიძე ჰყავდა და დაიკიდა, გოგა ბითაძეს რატომ გადაყვებოდა თან?
გოჩა
11 თებერვალი 2020 15:31
0
ინტრიგანო შენი მათემატიკის მასწავლებელს გავარტყი
რომა
10 თებერვალი 2020 18:45
3
როგორც გოგამ თქვა გუნდი საერთოდ არ ვარჯიშობსო,რადგან 2-3 დღეში თამაშები აქვთ.გამოდის რაც ევროპაში ისწავლა ისიც დაავიწყდება.2 წუთით პარკეტზე გამოყვანა დაცინვაა.მე მგონი დროა დაახვიოს და ევროპაში ტოპ კლუბში დაბრუნდეს და როდესაც ძაან მაგარი გახდება მერე წავიდეს ნბა-ში.სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.ჟ ლიგაში რომ კლასს ვერ აიმაღლებს ფაქტია.დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.
ასეა ეს
10 თებერვალი 2020 17:58
1
4 სამქულიანი = 12; 2 საჯარიმო = 1; 5 ორქულიანი = 8. ჯამი 21 ქულა. აკი 24 ქულაო!? )))
ინტრიგანი
10 თებერვალი 2020 16:15
13
5 ორქულიანი 8 როგორ გამოიყვანეეეე??????
ბექა
10 თებერვალი 2020 19:28
0
ინტრიგანს,
4*3=12; 2 საჯარიმო 2 ქულა და 5*2=10, სულ 24 ქულა. შემომაქვს წინადადება კომაროვის სახელობის სკოლას დავარქვათ "ინტრიგანი" - ს სახელობის სკოლა
მამუკა
10 თებერვალი 2020 18:59
0
ყველა გამოხმაურება
კომენტატორები ხან გოგას ეძახიან, ხან - ბითაძეს და ხანაც - "ბიგ მენ"-ს... "G" ლიგისთვის ნამდვილად ბიგმენია და თუ მეტად ენდობიან, ნბა-თვისაც დიდი კაცი იქნება, მაგრამ მგონია, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს...
მ. ტ.
10 თებერვალი 2020 16:14
0
ტერნერს რა დროსაც აძლევენ მაგ დროში გოგა უკეთეს სტატს დადებს. 5 თამაშის წაგება ზედიზედ ამაზეც მეტყველებს რომ ტერნერ-საბონისის დუეტი მაინცდამაინც ვერაა ეფექტური, 2 წთ-ში რა სტატი უნდა დადო რაც გინდა ფენომენი იყო.
მერაბ მაღლაკელიძე
10 თებერვალი 2020 15:56
0
მაგ G ლიგაში განათხოვრებას, უკათესი იქნება ნაკრებში გამოუშვან.
G.LA
10 თებერვალი 2020 14:43
0

სიახლეები პოპულარული