გიგა ჯანელიძე "ტრიესტედან" "ნაპოლიში" გადავიდა

AutoSharing Option
24 წლის ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე კარიერას სერია A2-ის "ნაპოლიში" გააგრძელებს.

სეზონი მან "ტრიესტეში" დაიწყო, მაგრამ არ ათამაშებდნენ და გუნდი გამოიცვალა.

გიგა იტალიაში 8 წელია ასპარეზობს: "ტრიესტეს" გარდა, "რიმინი კრაბსის", "ურანია მილანოს", "აურორა ჟესის", "როსეტოს" და "პიაჩენცას" ღირსებას იცავდა.

23 ტურის შემდეგ ნეაპოლური გუნდი 12 მოგებით მეშვიდე ადგილზეა, პლეი-ოფში კი 8 გუნდი გადის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ნაკრებში გამოძახებულებში არ მახსოვს რაღაც
დინამო 72
00:04 13-02-2020
0

სიახლეები პოპულარული