კალათბურთი

ლეგიონერები

ვერ გააჩერეს, ვერა - 2 ოვერტაიმი და შენგელიას 32 ქულა, 13 მოხსნა და 44-იანი კოეფიციენტი!

AutoSharing Option
ლიგა ენდესას 22-ე ტურში "ფუენლაბრადასა" და თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო და საბოლოოდ ჩვენებურის გუნდმა 98:92 იმარჯვა. შეხვედრა 2 საათი და 4 წუთი გაგრძელდა.

შენგელია ჩინებულად გაისარჯა. თავად განსაჯეთ: 47:41 წუთში 32 ქულა (14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი, 11-დან 7 საჯარიმო), 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მარგი ქმედების 44-იანი კოეფიციენტით კი MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 19 ქულით შეეწია.

"ბასკონია" 11 მოგებით მე-10 ადგილზეა და 8 მარტს გიორგი შერმადინის
"იბეროსტარს" უმასპინძლებს.